ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიებზე ისაუბრა. როგორც ყანდიაშვილმა „ასავალ-დასავალს" განუცხადა, „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამამ ყველა დანარჩენ პარტიებს ცივი წყალი გადაასხა.
„ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის გამოცხადებით ყველა დანარჩენ პარტიას ცივი წყალი გადაესხა. მესმის მათი მწუხარება! დღეს „ქართული ოცნება" ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი პარტიაა! პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი პროგრამა არის ის რეალობა, რომელშიც საქართველოს მოსახლეობა ერთი წლის შემდეგ იცხოვრებს. აი, ნახავთ, მალე სხვა საქართველოს მივიღებთ - უფრო განვითარებულს, მობილურსა და თანამედროვეს", - აცხადებს კოკა ყანდიაშვილი.