logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: მგონია, ოპოზიციაში შეჯიბრი აქვთ, ვინ უფრო მეტ სისულელეს იტყვის
- +

26 დეკემბერი. 2023. 21:13

 

 

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ჰგონია, ოპოზიციაში შეჯიბრი აქვთ, ვინ უფრო მეტ სისულელეს იტყვის.

 

მისი თქმით, აქამდე ლევან ხაბეიშვილი იყო დაწინაურებული, ახლა კი აშკარად გადაუსწრო ხაზარაძემ.

 

„მგონია, ოპოზიციაში შეჯიბრი აქვთ, ვინ უფრო მეტ სისულელეს იტყვის. აქამდე ხაბე იყო დაწინაურებული, ახლა აშკარად გადაუსწრო ხაზარაძემ. ამბობს, რომ მოვა ხელისუფლებაში და პირველი რასაც გააკეთებს, იქნება ის, რომ შევა კონფლიქტში რუსეთთან. ეკონომიკურად გაანადგურებს რუსეთის ფედერაციას სანქციებით და ასეთ გაბრწყინებას ჰპირდება საქართველოს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

„ლელო“ ე.წ. მარშალის გეგმის განახლებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოქალაქეებისთვის უნდა დაწესდეს მკაცრი სავიზო რეჟიმი. მათ უნდა შეეზღუდოთ ქვეყანაში მუშაობის უფლება, აიკრძალოს რუსულნომრიანი მანქანების შემოყვანა და ქვეყანა შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. გეგმა ითვალისწინებს რუსეთთან პირდაპირი ფრენების გაუქმებასაც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner