ავტორი მარიამ პაიჭაძე
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში გოგა პიპინაშვილის მიერ დაარსებული სახელოვნებო ცენტრის- „ართ ჰოლის“ ახალგაზრდა მსახიობებმა სპექტაკლის „მერე ვნახოთ, რა იქნება" პრემიერა გამართეს.
მსახიობი ზურა ყიფშიძე „რეპორტიორს" სპექტაკლის შემდეგ მიღებულ შთაბეჭდილებებს უზიარებს:
„სიამაყის გრძნობა მაქვს, იმიტომ, რომ გოგამ ამდენი წელი იწვალა, ამდენი წელი იტანჯა და ასეთი ბავშვები გამოუვიდა. არაჩვეულებრივი ბავშვები არიან. ეს არის მასალა, რომლისგანაც ნებისმიერი რეჟისორი გააკეთებს იმას, რაც უნდა. ძალიან დიდი ბედნიერებაა და სიტყვებს ვერ ვპოულობ, ისეთი ემოციური დღე იყო. ძალიან მიხარია, რომ გოგამ მოახერხა და ბავშვები აამოძრავა", - ამბობს ზურა ყიფშიძე.