logo_geo
eng_logo
ჩაკვეტაძემ „უოტფორდში“ სადებიუტო გოლი გაიტანა - მატჩი „ბრისტოლმა“ მოიგო
- +

26 დეკემბერი. 2023. 23:39

 

 

საქართველოს ნაკრებისა და „უოტფორდის“ ფეხბურთელმა, გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისის ჩემპიონშიპში სადებიუტო გოლი გაიტანა. თუმცა, ქართველი ლეგიონერის გუნდისთვის დღევანდელი დაპირიპირება 1:4 დასრულდა და „ბრისტოლმა“ „უოტფორდს“ დიდი ანგარიშით მოუგო.

 

„უოტფროდი“ მეორე ტაიმში უკვე ორბურთიანი სხვაობით (2:0) მარცხდბოდა, როცა გიორგი ჩაკვეტაძემ თანაგუნდელებს მატჩის შემოტრიალების საშუალება მისცა და 49-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა. თუმცა, დღევანდელ შეხვედრაში გიორგის გუნდი განწირული იყო – „ბრისტოლმა“ მეტოქეს კიდევ ორი გოლი გაუტანა.

 

ინგლისის რანგით მეორე ჩემპიონატში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ 34 ქულით მეათე ადგილზეა, ხოლო „ბრისტოლს“ 35 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მერვე პოზიციაზეა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner