logo_geo
eng_logo
თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადს
- +

27 დეკემბერი. 2023. 00:35

 

 

თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press ავრცელებს.

 

საკანონმდებლო პროცედურის თანახმად, ალიანსში შვედეთის გაწევრიანების შესახებ პროტოკოლი ახლა თურქეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ამ ეტაპზე კენჭისყრის ჩატარების თარიღი უცნობია.

 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ ოქმი პარლამენტს რატიფიცირებისთვის 23 ოქტომბერს წარუდგინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner