თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press ავრცელებს.
საკანონმდებლო პროცედურის თანახმად, ალიანსში შვედეთის გაწევრიანების შესახებ პროტოკოლი ახლა თურქეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ამ ეტაპზე კენჭისყრის ჩატარების თარიღი უცნობია.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ ოქმი პარლამენტს რატიფიცირებისთვის 23 ოქტომბერს წარუდგინა.