logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: წინასწარი განცხადებებიდან ჩანს, რომ არავითარ კონსტრუქციაზე არ იქნება საუბარი
- +

27 დეკემბერი. 2023. 10:28

 

 

„წინასწარი განცხადებებიდან ჩანს, რომ არავითარ კონსტრუქციაზე არ იქნება საუბარი“, - ამის შესახებ პარლმენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

„ტონი ისევ ისტერიკულია. ეს არის არათუ რაიმე სიახლე მათ მოქმედებებში, არამედ ეს უცვლელი, ხისტი, ხეპრული პოზიცია, რომელიც გააჩნდათ მაშინ, როდესაც დესტაბილიზაციაზე საუბრობდნენ და მოქმედებდნენ შესაბამისად. საჭიროა, კონკრეტულ ფორმატში ამ საკითხებზე მსჯელობა, სხვა რა უნდა ყოფილიყო, ან რას აკრიტიკებენ, ან საერთოდ წაკითხული თუ აქვთ, ამაშიც ეჭვი მეპარება. წინასწარი განცხადებებიდან ჩანს, რომ არავითარ კონსტრუქციაზე არ იქნება საუბარი“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

 

მოლაპარაკების გასახსნელად საქართველოს ევროკომისიამ 9 პრიორიტეტი განუსაზღვრა - მთავრობის სამოქმედო გეგმა უკვე ცნობილია, განსაზღვრულია  ვადები, პასუხისმგებელი პირები და განსახორციელებელი აქტივობები. ოპოზიციური პარტიების ნაწილი სამუშაო ჯგუფებში ჩართვას გეგმავს, ნაწილი ფიქრობს, ნაწილი კი კვლავ ბოიკოტშია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner