logo_geo
eng_logo
მიხეილ შენგელიას სახელობის მედიცინის ისტორიის მუზეუმის სარემონტო–სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება
- +

12 სექტემბერი. 2016. 19:52




საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი

ორგანიზაციების ავარიული შენობების მასშტაბური რეაბილიტაცია გრძელდება.



13 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე  მიხეილ შენგელიას სახელობის მედიცინის ისტორიის მუზეუმს ეწვევა; შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წელს დაიწყო და 2016 წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდება.



პროექტის ფარგლებში, სრულად გარემონტდა შენობის მეორე სართული, მთლიანად გამოიცვალა სახურავი, გამაგრდა კონსტრუქციის თაღები და მოეწყო საცავი; ამ დროისათვის მიმდინარეობს შენობის ეზოს მოსაპირკეთებელი სამუშაოები; (აღნიშნული სამუშაოები კულტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება).



მედიცინის ისტორიის მუზეუმის რეაბილიტაციისთვის კულტურის სამინისტრომ ორასი ათას ლარზე მეტი გამოყო.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner