logo_geo
eng_logo
ლეკა მენაბდიშვილი: ბიძინა ივანიშვილის ყველა ქველმოქმედება არც კი გაჟღერებულა
- +

12 სექტემბერი. 2016. 19:54



ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ლეკა მენაბდიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერს.


„მიუხედავად იმისა, რომ არ უყვარას თავის ქველმოქმედებებზე საუბარი, მე მაინც ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ აუცილებელი იყო, ეთქვა ბიძინა ივანიშვილს ის, რომ საკუთარი შემოსავლის 99%ს ხარჯავს ქვეყნისთვის... მიხარია, რომ ითქვა.

P.S. ეჭვს თუ შეიტანს ვინმე, ძალიან მარტივად შეუძლია იყიდოს კალკულატორი, თუმცა ყველა ქველმოქმედება არც კი გაჟღერებულა", - წერს ლეკა მენაბდიშვილი.


„ბიზნესი საქართველოში არ მაქვს. ჩემს ფულს მთლიანად საქართველოს ვახმარ. ეს მითქვამს რამდენჯერმე, მაგრამ ჟურნალისტები ყურადღებას არ აქცევენ არასოდეს. ჩემი ხარჯების 98-99 %, რასაც ვხარჯავ ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში, იქიდან მხოლოდ 1- 2 პროცენტი თუ მიდის ჩემს საკუთარ ოჯახსა და ჩემს საკუთარ მოხმარებაზე, დანარჩენი მიდის საერთო მოხმარებაში. სულ მცირე 90 პროცენტს ჩემი ქონების ისევ ჩემს ქვეყანას მოვახმარ", - განაცხადა დღეს საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner