ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გერგეთის მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამთო ექსპედიციის დროს დაკარგული მოქალაქე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები რამდენიმე დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამძებრო სამუშაოებში სწრაფი რეაგირების მაშველთა ჯგუფთან ერთად ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
ამასთან, აღნიშნავენ, რომ გარდაცვლილის ცხედარი მაშველების მიერ ამოყვანილია თოვლის მასიდან და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები.