logo_geo
eng_logo
ანა გოჩაშვილი: მახსოვს, ეს ინფორმაცია ერთ-ერთმა ჟურნალისტმა როგორ უმნიშვნელოდ ჩათვალა
- +

12 სექტემბერი. 2016. 19:56



„ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანა გოჩაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერს:

 

„მახსოვს, ეს ინფორმაცია ერთ-ერთმა ჟურნალისტმა როგორ უმნიშვნელოდ ჩათვალა და საერთოდ არ გამოიყენა სტატიაში 2013 წელს, არადა, სწორედ ამაზე სასაუბროდ მოვიდა", - წერს ანა გოჩაშვილი.


„ბიზნესი საქართველოში არ მაქვს. ჩემს ფულს მთლიანად საქართველოს ვახმარ. ეს მითქვამს რამდენჯერმე, მაგრამ ჟურნალისტები ყურადღებას არ აქცევენ არასოდეს. ჩემი ხარჯების 98-99 %, რასაც ვხარჯავ ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში, იქიდან მხოლოდ 1- 2 პროცენტი თუ მიდის ჩემს საკუთარ ოჯახსა და ჩემს საკუთარ მოხმარებაზე, დანარჩენი მიდის საერთო მოხმარებაში. სულ მცირე 90 პროცენტს ჩემი ქონების ისევ ჩემს ქვეყანას მოვახმარ. სამწუხაროდ , ბიზნესის სახით ეს ვერ მოვახერხე, მაგრამ ახლა უნივერსიტეტი და სამეცნიერო ცენტრი, რაც თბილისში დაფუძნდა, მილიარდ ევროზე მეტი დაჯდება", - განაცხადა დღეს საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა.


აქვე ანა გოჩაშვილი კახა კალაძის შესახებაც წერს და აღნიშნავს, რომ „გუშინ წეროვანში ქალი ედავებოდა კახას, რომელმაც შვილის ოპერაცია დაუფინანსა საკუთარი სახსრებით, გაზის დავალიანება რატომ მაქვსო". 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner