„ვგეგმავთ, კიდევ უფრო მეტი რესურსი და ყურადღება დავუთმოთ მიუსაფარ ცხოველებს“, - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
„ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, ვიტყოდი, რომ არის მიუსაფარი ცხოველების პრობლემა. მუნიციპალურ დონეზე ვაკეთებთ ყველაფერს რაც შეგვიძლია და შემდგომი ორი წლის განმავლობაში ვგეგმავთ, კიდევ უფრო მეტი რესურსი და ყურადღება დავუთმოთ ამ მიმართულებას. ამ მხრივ აქტიურად ვმუშაობთ პარლამენტთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. საჭიროა საკანონმდებლო ბაზის შემდგომი განვითარება - რომ ეფექტურად დარეგულირდეს ძაღლების მოვლა-პატრონობა და უფრო მკაცრი პასუხისმგებლობა დაწესდეს ძაღლების მიტოვებაზე. კანონი უნდა იყოს მკაცრი იმ პირების მიმართ, რომლებიც უკონტროლოდ ამრავლებენ ძაღლებს კომერციის მიზნით, ან თავის მეგობარ ცხოველებს ყრიან ქუჩებში და ტყეებში!“ - განაცხადა მერმა საკრებულოს სხდომაზე.