logo_geo
eng_logo
ნათია მერებაშვილი: საქართველოს პროკურატურა ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს აგრძელებს
- +

27 დეკემბერი. 2023. 16:29

 

 

საქართველოს გენერალური პროკურორის  მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა  საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2023 წლის   ანგარიშის წარდგენისას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ისაუბრა.

 

ნათია მერებაშვილის თქმით, საქართველოს პროკურატურა ტრეფიკიორთა მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს და ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით   თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს აგრძელებს. ამას მოწმობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიში, რომლის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა ინარჩუნებს ადგილს უმაღლეს საფეხურზე - „პირველ კალათაში“.

 

როგორც ნათია მერებაშვილმა აღნიშნა, საქართველო წელსაც ერთადერთია რეგიონის მასშტაბით  ე.წ. „გაფართოების ქვეყნებს“ შორის, რომელიც ამ ნიშნულს იკავებს და ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით, ევროკავშირის ქვეყნების, მათ შორის, გერმანიის, საფრანგეთის, ბელგიის, ავსტრიის, დანიის, ფინეთის, ნიდერლანდების და შვედეთის გვერდითაა.

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშში პოზიტიურად ფასდება, როგორც ტრეფიკინგის შემთხვევების გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი, ასევე სამართალდამცავთა საქმიანობა დანაშაულის პროაქტიულად გამოვლენის და ტრეფიკიორთა პასუხისგებაში მიცემის მიმართულებით“ - აღნიშნა გენერალური პროკურორის მოადგილემ.

 

საპროკურორო საბჭოსთვის ანგარიშის წარდგენისას ნათია მერებაშვილმა სტატისტიკურ მონაცემებზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2023 წლის 9 თვეში სისხლისსამართლებრივი დევნა  14 ტრეფიკიორის მიმართ დაიწყო, ხოლო  დაზარალებულად ცნობილი იქნა 14 პირი, მათ შორის, 7 სრულწლოვანი და 7 არასრულწლოვანი, რაც 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ძალიან მნიშვნელოვანი ზრდაა.

 

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის საქმიანობის 2023 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner