logo_geo
eng_logo
„სელფი მობაილმა”, „გალტ & თაგარტის“ და თიბისი კაპიტალის დახმარებით, 65 მილიონი ლარის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა
- +

27 დეკემბერი. 2023. 15:29

 

 

„სელფი მობაილმა”, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც 1.3 მლნ აბონენტზე მეტს ემსახურება, წარმატებით განათავსა 65 მილიონი ლარის მოცულობის უზრუნველყოფილი ობლიგაციები. განთავსების აგენტები იყვნენ „გალტ & თაგარტი“ და თიბისი კაპიტალი. ობლიგაციები ლარშია დენომინირებული, ვადა 3 წელს შეადგენს, წლიური საპროცენტო განაკვეთი კი 6-თვიან TIBR + 3.5%-ია. ფასიანი ქაღალდი უზრუნველყოფილია კომპანიის უძრავი და მოძრავი ქონებით. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ტრანზაქცია იყო კომპანიის სადებიუტო განთავსება კაპიტალის ბაზარზე.

 

2023 წლის ოქტომბერში “სელფი მობაილს”, “გალტ & თაგარტისა” და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, გერმანული სააგენტოსგან, Scope Ratings-ისგან მიენიჭა BB- საკრედიტო რეიტინგი სტაბილური პერსპექტივით. მოცემული რეიტინგი საქართველოს ტელეკომუნიკაციების სექტორში ყველაზე მაღალ რეიტინგს წარმოადგენს. შედეგად, კომპანიის ობლიგაციების განთავსებაზე მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. ფასიანი ქაღალდი შეიძინეს საქართველოს წამყვანმა კომერციულმა ბანკებმა და საქართველოს საპენსიო სააგენტომ.

 

სელფი მობაილმაახლახანს დაასრულა მის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარიგება, 65 მლნ ლარის მოცულობის ობლიგაციების განთავსების სახით. მოზიდული ფინანსური რესურსი მოხმარდება არსებული ვალდებულებების დაფარვას და სელფის ქსელის გაუმჯობესებისა და გაფართოების პროექტს. მიღებული დაფინანსებით, სელფი ასევე გააგრძელებს 5G ტექნოლოგიის დანერგვას, რისთვისაც კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში მიმდინარე წლის აგვისტოში გაიმარჯვა. ცალკე აღნიშვნის ღირსია სელფის ობლიგაციების მიმართ დაფიქსირებული მაღალი მოთხოვნა, რაც განპირობებულია სელფის სტაბილური პოზიციით ბაზარზე, კარგი მომგებიანობით და სამომავლო განვითარების მნიშვნელოვანი პერსპექტივით. მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო გალტ & თაგარტსა და თიბისი კაპიტალს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, ჩემს კოლეგებს სიბიეს ჯგუფში და სელფის გუნდს ტრანზაქციის წარმატებით განხორციელებისთვის“, - თამარ გახარია, “სიბიეს ჯგუფის” ფინანსური დირექტორი. 

 

მოხარული ვარ, რომგალტ & თაგარტისმხარდაჭერით სელფი მობაილმა მოახერხა მოეპოვებინა თავის სექტორში უმაღლესი საკრედიტო რეიტინგი და წარმატებით გამოეშვა სადებიუტო ლარის უზრუნველყოფილი ობლიგაციები. მოპოვებული მაღალი რეიტინგის შედეგად, კომპანიამ შეძლო ფინანსური ინსტიტუტების დივერსიფიცირებულ ინვესტორთა წრეზე ტრანზაქციის ხელსაყრელ პირობებში განთავსება. შედეგად, კომპანიამ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა დაფინანსების სტრუქტურა, საპროცენტო განაკვეთი და დააფინანსა 5G- ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებული პროექტებიასევე მოხარულები ვართ, რომ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისთვის მნიშვნელოვანმა ინსტიტუციურმა ინვესტორმა, საპენსიო სააგენტომ, მორიგ ადგილობრივ ტრანზაქციაში მიიღო მონაწილეობა“, - ლევან შავკაციშვილი, „გალტ & თაგარტის“ მმართველი დირექტორი.

 

მოხარული ვართ, რომ თიბისი კაპიტალისელფი მობაილისსადებიუტო ემისიის მხარდამჭერია. ობლიგაციების გამოშვებით, კომპანიამ შეძლო ფინანსური რესურსების დივერსიფიკაცია და საპროცენტო ხარჯის გაუმჯობესება. ამასთან ერთად, კომპანიას მომავალში შესაძლებლობა ექნება გამოათავისუფლოს მნიშვნელოვანი ფულადი სახსრები, რითიც დააფინანსებს მსხვილ კაპიტალურ დანახარჯებს. შედეგად კი, უზრუნველყოფს ბიზნესის უწყვეტ განვითარებასა და მომხმარებლებისთვის გამოცდილების გაუმჯობესებას. „სელფი მობაილისსადებიუტო ობლიგაციები გამყარებულია Scope Ratings-ის მიერ მინიჭებული BB- რეიტინგით (სტაბილური პერსპექტივით), რამაც ასევე შეუწყო ხელი ობლიგაციებისადმი ინტერესის ზრდას. შედეგად, ობლიგაციების შეძენის მიმართ დაინტერესება დაახლოებით 25%-ით აღემატებოდა ემისიის მოცულობას. ტრანზაქცია CBS ჯგუფისა და თიბისის 15 წლიანი წარმატებული პარტნიორობის მორიგი დასტურია. აღნიშნული ობლიგაციები თიბისი კაპიტალისთვის წელს მე-16 განთავსებაა და ბაზარზე ვინარჩუნებთ მოწინავე საინვესტიციო ბანკის პოზიციას“, - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.

 

სელფის შესახებ

„სელფი მობაილი“ ქართული ტელეკომ კომპანიაა, რომელიც დღეს 1,3 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. მისი განვითარებული ციფრული ეკოსისტემის დამსახურებით, კომპანია დგას დიჯითალ ტრანსფორმაციის სათავეში, რომლის არსიც ტექნოლოგიური მიღწევებით მომხმარებლების საჭიროებების მხარდაჭერაა.  „სელფი მობაილი” აქტიურად ვითარდება და არსებული ქსელის საფუძვლიან განახლებასთან და გაფართოებასთან ერთად, ერთადერთი ქართული მობილური ოპერატორია, რომელიც საქართველოში 5G ტექნოლოგიას ნერგავს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.cellfie.ge

 

სსგალტ & თაგარტისშესახებ:

სს „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. კომპანია სთავაზობს საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს, საინვესტიციო საბანკო, აქტივების მართვის, საბროკერო, დაგროვილი ქონების მართვისა და კვლევების მიმართულებების მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.gt.ge

 

შპს თიბისი კაპიტალის შესახებ:

თიბისი ბანკის შვილობილი – თიბისი კაპიტალი, საქართველოს წამყვანი საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც კლიენტებს ფინანსური მიზნების მიღწევაში ეხმარება. თიბისი კაპიტალი საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით ემსახურება კერძო პირებს, კორპორაციულ სუბიექტებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომელთა წარმატებას გარიგებების დაგეგმვით, სტრუქტურირებითა და კონსულტაციებით უზრუნველყოფს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.tbccapital.ge

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner