„აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილება ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შემაძრწუნებელია და რუსი ოკუპანტების მხრიდან ანექსიის ნაბიჯების გაგრძელებაა“, - წერს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია X-ზე.
„საერთაშორისო ზეწოლა უნდა გაიზარდოს რუსეთზე, რომ ის წავიდეს. ოკუპაცია დასრულდება. საქართველოს მიწები არასოდეს გახდება რუსული“, - აღნიშნავს ბერაია.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დაამტკიცა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება.