logo_geo
eng_logo
ირაკლი მეზურნიშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს
- +

12 სექტემბერი. 2016. 20:00



 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი სოფელ კავთისხევის მოსახლეობას შეხვდა.



როგორც ირაკლი მეზურნიშვილმა აღნიშნა, კავთისხევი მდიდარი ისტორიითა და კულტურით გამორჩეული სოფელია.



კავთისხევი გამორჩეულია ცნობილი ადამიანებით - ნიკო ცხვედაძე, გიორგი შატბერაშვილი, ვახტანგ და ვახუშტი კოტეტიშილები, ომარ კელაპტრიშვილი", - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.



მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში „ქართული ოცნების" ხელისუფლების პერიოდში გაკეთებულ საქმეებზე ესაუბრა. მოსახლეობამ ირაკლი მეზურნიშვილს სოფლის პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.



ოთხი წლის განმავლობაში შეუძლებელია ყველა პრობლემის მოგვარება. რეფორმები გაგრძელდება შემდგომი ოთხ წელიც, რომელიც თითოეული თქვენგანის ოჯახზე აისახება. საქართველოს მთავრობა განათლებული და გამოცდილი წევრებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც ქვეყნის წინსვლის უნარი შესწევთ", - აღნიშნა მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.



ირაკლი მეზურნიშვილი დღეს საჯარო სკოლების პედაგოგებსაც შეხვდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner