logo_geo
eng_logo
ნეთანიაჰუ: ერდოღანი, რომელიც ქურთების გენოციდს ახორციელებს და ჟურნალისტების დაპატიმრების რეკორდსმენია, უკანასკნელი ადამიანია, ვისაც ჩვენთვის მორალის ქადაგება შეუძლია
- +

27 დეკემბერი. 2023. 19:42

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ქმედებები „არაფრით განსხვავდება ადოლფ ჰიტლერის ქმედებებისგან“.

 

 

"ერდოღანი, რომელიც ქურთების გენოციდს ახორციელებს და ჟურნალისტების დაპატიმრების რეკორდსმენია, უკანასკნელი ადამიანია, ვისაც ჩვენთვის მორალის ქადაგება შეუძლია", - აღნისნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

 

 

"ცაჰალი" მსოფლიოში ყველაზე მორალური არმიაა, რომელიც ებრძვის და ანადგურებს მსოფლიოში ყველაზე საზიზღარ და სასტიკ ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და ერდოღანი აქებს მას და მასპინძლობს მის მაღალჩინოსნებს", - დასძინა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner