იოსებ ჭუმბურიძე თემურ ჩალაბაშვილზე: ქართველი პოეტი, რომელსაც უსაზღვროდ უყვარდა საქართველო, ილია, ვაჟა-ფშაველა, ფიროსმანი, გალაკტიონი, ანა, თენგიზ არჩვაძე...
-
+
27 დეკემბერი. 2023. 20:05
პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე სოციალური ქსელში წერს:
"თემურ ჩალაბაშვილი.
პოეტი.
ქართველი პოეტი, რომელსაც უსაზღვროდ უყვარდა საქართველო, ილია, ვაჟა-ფშაველა, ფიროსმანი, გალაკტიონი, ანა, თენგიზ არჩვაძე...
***
ჩვენ ერთი გურუ გვყავდა - ბატონი ნოდარ ტაბიძე.
ჟურნალისტიკის გარდა, ღვინის ფასსა და გამოცნობასაც გვასწავლიდა.
ხშირად ამბობდა, ცუდ კაცს კარგი ღვინო ვერ ექნებაო.
თემურ ჩალაბაშვილს მუდამ კარგი ღვინო ჰქონდა. უკარგესი.
***
შემხვდებოდა აღმაშენებელზე, „ღამენათევი და ნამთვრალევი" და გამთენიისას დაწერილ ლექსს წამიკითხავდა.
აი, ვინ იყო თბილისის კოლორიტი.
თბილისის ძველ უბანში დამკვიდრებული, იმ საოცარ სახლთან ახლოს, დღესაც ილიას სუნთქვა რომ ატყვია.
მთლად გვერდით არ დგას ჩემი სახლი, თორემ შემრცხვებოდაო.
არ უნდა შერცხვენოდა.
ისეთი კაცი და პოეტი იყო, ილიაც რომ გულში ჩაიკრავდა.
***
სამიოდე წლის წინათ, მურმან ჯგუბურიასთვის სამუდამო განსასვენებლის მიჩენაზე ერთად ვზრუნავდით.
უკვე მოვაგვარეო, - მითხრა და ეს დაამატა:
ასეა, ჩემო სოსო, მე მურმანს უნდა მივხედო, მერე შენ იზრუნებ ჩემზე ...
აქ გავაჩერე, ნუ ამბობ-მეთქი.
ძალიან შორს წარმომედგინა მისი გზის დასასრული.
მაგრამ არის კი ეს დასასრული?
„სანთელი" - ამ ლექსის ავტორის სანთელი განა როდესმე ჩაქრება?..
***
ბედნიერი ხარ, წვა შეგიძლიაო, - შეჰნატროდა სანთელს პოეტი, რომელიც თვითონაც იწვოდა.
და წვას ლექსებში გააგრძელებს..."- წერს იოსებ ჭუმბურიძე.