"ოპოზიციამ საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს იმისთვის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდათ," - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„საილუსტრაციო მაგალითია, საზოგადოებას აჩვენებს რით არის დაკავებული ოპოზიცია და რით - ხელისუფლება; ერთის მხრივ გვყავს ოპოზიცია, რომელიც ყალბი ცეცხლის დანთებით არის დაკავებული და მეორეს მხრივ, ხელისუფლება, რომელიც რეალურად დგამს ნაბიჯებს იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში ევროინტეგრაციის უფრო მეტი შესაძლებლობა და ასპარეზი გაჩნდეს“, - განაცხადა სარჯველაძემ.