logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ გოგიჩაიშვილი: ვფიქრობ, ეს სპექტაკლი შედგა!
- +

12 სექტემბერი. 2016. 20:01



გოგა პიპინაშვილის სპექტაკლის „მერე ვნახოთ, რა იქნება" პრემიერა თუმანიშვილის თეატრში შედგა. ამ სპექტაკლით გოგა პიპინაშვილის სახელოვნებო ცენტრის 20 წლის იუბილე აღინიშნა და მასში მონაწილეობა ამავე ცენტრის ბავშვებმა მიიღეს. ერთ-ერთი მსახიობი, ნიკოლოზ გოგიჩაიშვილი „რეპორტიორს" სპექტაკლის მზადების პროცესსა და შთაბეჭდილებებზე ესაუბრა.


„სპექტაკლზე მუშაობის პროცესი, ბატონ გოგასთან ერთად, ძალიან საინტერესო იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა ჩვენი იდეები, ვთავაზობდით გოგას და შემდეგ იგი გვაყენებდა რელსებზე და მიმართულებას გვაძლევდა. ამიტომ, ძალიან საინტერესო გამოვიდა მუშაობის პროცესი და პერსონაჟის შექმნა. რაც შეეხება თვითონ სპექტაკლს, ძალიან ცოტა დროში დაიდგა, ბევრი პრობლემის გამო, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაცა გამოგვივიდა და სპექტაკლი შედგა", - ამბობს ნიკოლოზ გოგიჩაიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner