"ამაზე დიდი შეურაცხყოფა რა უნდა იყოს, როდესაც ერთ-ერთი ევროპარლამენტარი გამოდის და გვისაზღვრავს, რა სამუშაოები უნდა გაკეთდეს დედაქალაქში. თურმე როგორ შეიძლება რუსთაველის გამზირს შევეხოთ, როცა აქციები აქვთ დაგეგმილი 2024 წლის არჩევნებისთვის," - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„თვითონვე საუბრობენ, რისი განხორციელებაც უნდათ, ამაზე წამოცდენები აქვთ. იგივე 2020 წლის არჩევნები რომ გავიხსენოთ, პარალელური დათვლები გააყალბეს, ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს. ასეთი რამ ხდება სადმე? ამიტომ, ვამბობ, 2024 წლის არჩევნებისთვის ძალიან დიდი ყურადღებაა საჭირო, ქართული საზოგადოება მობილიზებული უნდა იყოს, რომ ამ რადიკალებს, მოღალატეებს და მავნებლებს შესაბამისი პასუხი გაეცეთ. რა თქმა უნდა რუსთაველსაც გავაკეთებთ, ყველა გამზირს მოვაწესრიგებთ, ქუჩებსაც მივხედავთ, ქალაქსაც გავამწვანებთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც იქნება გამართული და ამ ყველაფერში ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩვენი ქალაქის მოსახლეობის თანადგომის“, - განაცხადა კალაძემ.