logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: როგორ არ უნდა გეამაყებოდეს, რომ ქართველი ხარ, ამხელა კულტურის მქონე ქვეყნის შვილი ხარ, უდიდესი წარსულით და მომავლით - საამაყოა ეს ყველაფერი, ამ ყველაფრით ვართ ჩვენ ევროპისთვის საინტერესო
- +

28 დეკემბერი. 2023. 00:01

"ჩვენ პირველ რიგში გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას - უპირველესია ჩვენი სამშობლო, სხვა დანარჩენი შესაძლებლობები და საშუალებებია. იგივე ნატო, ევროკავშირი. საშუალებებია, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ არა ქვეყნის ინტერესის ხარჯზე. პირიქით, ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს დაცული და ვამაყობთ, რომ ქართველები ვართ, ასეთ მაგარ ქვეყანაში დავიბადეთ," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

„ცხადია, გვაქვს გამოწვევები, მაგრამ ჩვენი შრომით, მუშაობით ყველა გამოწვევას დავძლევთ და ყველა სირთულეს გადავლახავთ. როგორ არ უნდა გეამაყებოდეს, რომ ქართველი ხარ, ამხელა კულტურის მქონე ქვეყნის შვილი ხარ, უდიდესი წარსულითა და მომავლით, საამაყოა ეს ყველაფერი, ამ ყველაფრით ვართ ჩვენ ევროპისთვის საინტერესო და მგონია, რომ ამ ყველაფრით კიდევ უფრო გავამდიდრებთ ევროპას, მაგრამ პირველ რიგში, დაცული იქნება ხალხისა და ქვეყნის ინტერესები“, - აღნიშნა კალაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner