logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: გაერთიანებებით, დაშლებით, მიერთებით-მოერთებით, ვერაფერი ვერ შეიცვლება - „ქართული ოცნება“ ის ძალაა, რომელსაც უდიდესი შანსი აქვს 2024 წელს, კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში
- +

28 დეკემბერი. 2023. 00:14

"გაერთიანებებით, დაშლებით, მიერთებით-მოერთებით, ვერაფერი ვერ შეიცვლება - „ქართული ოცნება“ ის ძალაა, რომელსაც უდიდესი შანსი აქვს კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს 2024 წელს, ხელისუფლებაში," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

„ის, რომ ვიღაც „ლელო“ გახდა, რომელიც ნაცი იყო, მერე ვიღაც გახარია გახდა. ამით არაფერი იცვლება - ერთნი არიან, ერთი პატრონი ჰყავთ. რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებენ. მათ თავიანთი ინტერესები აქვთ. შესაბამისად, არჩევნებზე არანაირი შანსი არ აქვთ, თუმცა ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ, არ იფიქროს არავინ, რომ რახან კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ამით დამთავრდა და შემოტევები არ იქნება. დიდია ალბათობა იმისა, რომ არჩევნები მიაბან ევროკავშირის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების გახსნის თემას. შეიძლება გამოვიდნენ და თქვან, რომ არასამართლიანად ჩატარდა არჩევნები და ა.შ. ჩვენ პირველ რიგში გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას - უპირველესია ჩვენი სამშობლო, სხვა დანარჩენი შესაძლებლობებია და საშუალებებია. იგივე ნატო, ევროკავშირი. საშუალებებია, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ არა ქვეყნის ინტერესის ხარჯზე. პირიქით, ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს დაცული და ვამაყობთ, რომ ასეთ მაგარ ქვეყანაში დავიბადეთ. ცხადია, გვაქვს გამოწვევები, მაგრამ ჩვენი შრომით, მუშაობით ყველა გამოწვევას დავძლევთ და ყველა სირთულეს გადავლახავთ. როგორ არ უნდა გეამაყებოდეს, რომ ქართველი ხარ, ამხელა კულტურის ქვეყნის შვილი ხარ, უდიდესი წარსულით და მომავლით, საამაყოა ეს ყველაფერი, ამ ყველაფრით ვართ ჩვენ ევროპისთვის საინტერესო და მგონია, რომ ამ ყველაფრით კიდევ უფრო გავამდიდრებთ ევროპას, მაგრამ პირველ რიგში, დაცული იქნება ხალხისა და ქვეყნის ინტერესები“, - აღნიშნა კალაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner