უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში რთული ვითარებაა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გაზეთი Le Monde ავრცელებს.
"რუსეთი აგრძელებს ინტენსიურ შეტევას კუპიანსკის, ლიმანის, სივერსკისა და ბახმუტის მიმართულებით. რუსეთმა ბოლო დროს საგრძნობლად გაზარდა ჯავშანტექნიკისა და "კამიკაძე" დრონების გამოყენება და აგრძელებს ინტენსიურ საარტილერიო სროლას", - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა.