logo_geo
eng_logo
ზელენსკი: 2023 წელს უკრაინამ აღჭურვილობისა და იარაღის ეროვნული წარმოება წინა წელთან შედარებით გაასამმაგა
- +

28 დეკემბერი. 2023. 01:51

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 2023 წელს უკრაინამ აღჭურვილობისა და იარაღის ეროვნული წარმოება წინა წელთან შედარებით გაასამმაგა.

 

 

"ძალზე მნიშვნელოვანი ზრდაა საბრძოლო მასალის წარმოებაში, კერძოდ არტილერიისთვის. სისტემურ დონეზე, უკრაინა ავითარებს ისეთი უაღრესად საჭირო ნივთების წარმოებას, როგორიცაა საბრძოლო მასალა ჩვენი დრონებისთვის. ასევე მნიშვნელოვანი შედეგებია ჩვენი რაკეტების წარმოებაში. რაკეტებთან დაკავშირებით რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები უკვე უფრო ხელშესახებია", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner