logo_geo
eng_logo
არესტოვიჩი: კიდევ ერთხელ, ევროკავშირისა და ნატოსთვის საფასური უზარმაზარი სისხლისმღვრელი ომია, ალბათ ბოლო უკრაინელამდე - თუ არ გსურთ ამ საფასურის გადახდა, არ იქნება ევროკავშირი ან ნატო
- +

28 დეკემბერი. 2023. 01:43

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირისა და ნატოსთვის საფასური უზარმაზარი სისხლისმღვრელი ომია, ალბათ ბოლო უკრაინელამდე.

 

 

"თავიდან ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება გსურთ. გაფრთხილებენ, რომ ევროკავშირისა და ნატოსკენ სვლის საფასური რუსეთთან დიდი ომია. ამბობთ "კარგი რა" და ევროკავშირსა და ნატოს შესახებ კონსტიტუციაში ჩანაწერს აკეთებთ. და არ ემზადებით დიდი ომისთვის, რადგან ეს არ შეიძლება მოხდეს 21-ე საუკუნეში, არა? იწყება დიდი ომი.
ახლა კითხვას სვამთ:

 

 

- რის გამო ეს ყველაფერი?

 

 

პასუხი:

 

 

- ამისთვის. კიდევ ერთხელ: ევროკავშირისა და ნატოსთვის საფასური უზარმაზარი სისხლისმღვრელი ომია, ალბათ ბოლო უკრაინელამდე. თუ თქვენ არ გსურთ ამ საფასურის გადახდა, არ იქნება ევროკავშირი ან ნატო", - აღნიშნა ალექსეი არესტოვიჩმა.

 

 

"შემდეგ კი ირკვევა, რომ „გვინდოდა, მაგრამ არ ვემზადებოდით“ რეჟიმის შედეგად, ქვეყანა თავად ვერ ქაჩავს დიდ ომს - 32 წლის განმავლობაში გატარებული პოლიტიკის შედეგად. ვერ ვქაჩავთ, გვჭირდება დახმარება ევროკავშირისა და ნატოსგან. მაგრამ ევროკავშირი და ნატო არ გამოცხადდნენ ომში, რადგან მზად არ არიან ევროკავშირსა და ნატოში უკრაინის გაწევრიანების საფასური გადაიხადონ, დიდი ომის სახით, ბოლო ევროპელამდე", - დასძინა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner