logo_geo
eng_logo
გოგა პიპინაშვილი: ჩემთვის მთავარია, მაყურებელმა „ართ ჰოლის“ ბავშვებს არ უყუროს გარკვეული შეღავათით
- +

12 სექტემბერი. 2016. 20:03



მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გოგა პიპინაშვილის მიერ დაარსებული სახელოვნებო ცენტრის „ართ ჰოლის“ სპექტაკლის- „მერე ვნახოთ, რა იქნება" პრემიერა გაიმართა.

 

ამ სპექტაკლით გოგა პიპინაშვილის სახელოვნებო ცენტრის 20 წლის იუბილე აღინიშნა და მასში მონაწილეობა ამავე ცენტრის ბავშვებმა მიიღეს. რეჟისორი „რეპორტიორთან" საუბარში ამბობს, რომ მისთვის მთავარია, მაყურებელმა ეს ბავშვები პროფესიულად შეაფასოს.


„მე ყოველთვის კრიტიკული ვარ როგორც საკუთარი ნამუშევრის მიმართ, ისე ჩემი ბავშვების ნამუშევრის მიმართ. დარბაზს ემჩნეოდა, როგორ მიიღო ეს სპექტაკლი და ჩემთვის მთავარია, რომ მაყურებელმა ამ ბავშვებს არ უყუროს გარკვეული შეღავათით და ანგარიშის გაწევით, რადგან პატარები არიან. ძალიან მინდა, რომ ისინი პროფესიულად ფასდებოდნენ. დღეს რამდენიმე სცენა იყო ძალიან კარგი. ორი დღის დაბადებული სპექტაკლია და, რა თქმა უნდა, გათამაშება სჭირდება.მჯერა, რომ იმდენად ნიჭიერი ბავშვები არიან, რომ თუ სიცოცხლე უწერია ამ სპექტაკლს, ისინი გააცოცხლებენ იმ სათქმელს, რაც მრავლად არის ამ სპექტაკლში გაბნეული", - ამბობს გოგა პიპინაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner