logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მშვიდობა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და 2024 წელი ყოფილიყოს კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი ჩვენი ქვეყნისა და ულამაზესი ქალაქისთვის
- +

28 დეკემბერი. 2023. 00:46

"მშვიდობა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და 2024 წელი ყოფილიყოს კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ულამაზესი ქალაქისთვის," - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, 31 დეკემბერს ძალიან ბევრი შემსრულებელი და საკმაოდ საინტერესო კონცერტი იქნება.

 

 

ძალიან ლამაზია ჩვენი ქალაქი. ძალიან მიხარია, რომ საახალწლო სოფლის ტრადიცია შემოვიტანეთ, სადაც დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი იკრიბება, იმართება სხვადასხვა ღონისძიება, კონცერტი, თეატრალური წარმოდგენა. მართლა ჯადოსნური სილამაზისაა ჩვენი დედაქალაქი. მიხარია, როგორ არის განათებული, უამრავი ადამიანი სტუმრობს ჩვენს ქალაქს. 31 დეკემბერს გვაქვს გალა კონცერტი, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მობრძანდეს და ერთად შევხვდეთ 2024 წლის შემობრძანებას. არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ საკითხს, რომ თითქოს ვიღაც მომღერლები დაბლოკა მერიამ. ნამდვილად ვერ მივიღებ ამ დამოკიდებულებას. შესაძლოა, თვითონ ისინი როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ამას აკეთებდნენ და ჰგონიათ, რომ სხვაც იმავეს აკეთებს და იმავენაირად იქცევა. ზუსტად ეს არის განსხვავება მათსა და ჩვენს შორის. როგორ შეიძლება ახლა მე, კახა კალაძე ვიჯდე და ვიღებდე გადაწყვეტილებას, ვინ უნდა იმღეროს, ან ვინ არ უნდა იმღეროს. ვიღაცა იმღერებს, ვიღაცა - არა, ვიღაცა ხვალ იმღერებს, ვიღაც - ზეგ. ღმერთია მოწმე, რომ არასდროს ჩავრეულვართ და არ მიგვიღია ისეთი გადაწყვეტილება, რომ მე განვსაზღვრო, ვინ უნდა იმღეროს, ვინ უნდა გამოვიდეს, როგორი წარმოდგენა უნდა იყოს, როგორი გაფორმება და ა.შ. ამაში კვალიფიციური ადამიანები არიან ჩართული.

 

 

ძალიან ბევრი შემსრულებელი იქნება, საკმაოდ საინტერესო კონცერტი იქნება. ერთი რამ მინდა ვისურვო, ჯანმრთელები ვიყოთ, ამაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი არაფერია. მშვიდობა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და 2024 წელი ყოფილიყოს კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი ჩვენი ქვეყნისა და ულამაზესი ქალაქისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner