logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: დარწმუნებული ვარ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ 2024 წლის არჩევნებზე ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გასცემს პოლიტიკურ პასუხს და გაცილებით მკაცრად, ვიდრე აქამდე
- +

28 დეკემბერი. 2023. 00:51

"დარწმუნებული ვარ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ 2024 წლის არჩევნებზე ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გასცემს პოლიტიკურ პასუხს და გაცილებით მკაცრად, ვიდრე აქამდე, მაგრამ გასამართლებაც აუცილებელია ," - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. კითხვა ეხებოდა მოძრაობის ინიციატივას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს.

 

 

„დღეს მოვისმინე ნაცმოძრაობის ლიდერების განცხადებები, რომ სამშობლოს რომ ვიცავდით, ამიტომ გვიპირებენ გასამართლებასო. სამშობლოს იცავდნენ კი არა, მტერს რომ ჩააბარეს, რომ უღალატეს ქვეყანას, ამისთვის არიან გასასამართლებლები. როდესაც საუბარია სისტემურ დანაშაულზე და განსაკუთრებით, როცა ლაპარაკია სამშობლოს ღალატზე, უნდა გასამართლდეს, როგორც პოლიტიკური ძალა“, - აღნიშნა სუბარმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner