“რაც უფრო მალე გასამართლდება „ნაციონალური მოძრაობა“, ანუ დაერქმევა ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვისაც, პოლიტიკური სპექტრისთვისაც”, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„მანამ, სანამ იქნება გლობალური თუ ლოკალური ომის პარტია ქვეყანაში, ოპოზიციასაც ვერაფერი ვერ ეშველება. ამიტომ რაც უფრო მალე იქნება ეს პროცესი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყება 2024 წლის არჩევნების დღიდან იმიტომ, რომ მორიგ ჯერზე საზოგადოება გამოუტანს ერთ-ერთ განაჩენს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამის მერე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი, რომელიც ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
„ხალხის ძალა“ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას ითხოვს. საზოგადოებრივი მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ ამ პარტიამ საკუთარ ქმედებებზე პასუხი არა მხოლოდ პოლიტიკურად, სამართლებრივადაც უნდა აგოს.