logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი რეჟიმის სწორი სამართლებრივი შეფასება ანგარიშგასაწევი ინიციატივაა
- +

28 დეკემბერი. 2023. 10:20

 

 

ის, რომ დანაშაულებრივი რეჟიმი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ხელისუფლებაში, ეს მგონი საკამათო არ გახლავთ და ახალიც ამაში არაფერი არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

„რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს რაც შეიძლება მკაფიო, რაც შეიძლება უდავო გახდეს, რაც შეიძლება სახელი დაერქვას და მიეცეს სწორი სამართლებრივი შეფასება, სწორი პოლიტიკური შეფასება, ეს ანგარიშგასაწევი ინიციატივაა. ამის მოთხოვნა ალბათ საზოგადოებაშიც არსებობს“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

 

„ხალხის ძალა“ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას ითხოვს. საზოგადოებრივი მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ ამ პარტიამ საკუთარ ქმედებებზე პასუხი არა მხოლოდ პოლიტიკურად, სამართლებრივადაც უნდა აგოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner