„ის, რომ დანაშაულებრივი რეჟიმი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ხელისუფლებაში, ეს მგონი საკამათო არ გახლავთ და ახალიც ამაში არაფერი არ არის“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს რაც შეიძლება მკაფიო, რაც შეიძლება უდავო გახდეს, რაც შეიძლება სახელი დაერქვას და მიეცეს სწორი სამართლებრივი შეფასება, სწორი პოლიტიკური შეფასება, ეს ანგარიშგასაწევი ინიციატივაა. ამის მოთხოვნა ალბათ საზოგადოებაშიც არსებობს“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
„ხალხის ძალა“ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას ითხოვს. საზოგადოებრივი მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ ამ პარტიამ საკუთარ ქმედებებზე პასუხი არა მხოლოდ პოლიტიკურად, სამართლებრივადაც უნდა აგოს.