logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: „ლელოსა“ და ნიკა მელიას გაერთიანება არავის გაუკვირდება, მათ შორის არ არსებობს წითელი ხაზები, არც ღირებულებებსა და პრინციპებს შორის სხვაობა
- +

28 დეკემბერი. 2023. 10:23

 

 

რაც უფრო ახლოვდება 2024 წლის არჩევნები, დავინახავთ როგორ აიზილებიან ერთმანეთში პოლიტიკური პარტიები. „ლელოსა“ და ნიკა მელიას გაერთიანება არავის გაუკვირდება, რადგან მაშინაც კი, როდესაც ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო, ძალიან მკაფიოდ გამოხატული სიმპათიები ჰქონდა „ლელოს“, - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

 

„ამ ყველაფრის მიუხედავად, ბატონი მამუკა ხაზარაძე უარყოფდა რაიმე კავშირს „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ შორის არ არსებობს წითელი ხაზები, არც ღირებულებებსა და პრინციპებს შორის სხვაობა. მათთვის ერთადერთი მნიშვნელოვანია პოლიტიკური მიზნები“, - აღნიშნა წილოსანმა.

 

მამუკა ხაზარაძე ნიკა მელიასთან სტრატეგიულ პარტნიორობას აანონსებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner