“ხაზარაძესა და მელიას ისეთივე მომავალი ექნებათ, როგორი მომავალი და აწმყოც აქვთ ვაშაძესა და ხაბეიშვილს”, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ეს ადამიანები ერთმანეთისგან დიდად არაფრით გამოირჩევიან სინამდვილეში. ამიტომ რაც უფრო ერთად დაჯგუფდებიან, მით უკეთესი, ვინაიდან ამომრჩეველს გაუმარტივდება მათ საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილების მიღება“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
მამუკა ხაზარაძე ნიკა მელიასთან სტრატეგიულ პარტნიორობას აანონსებს.