logo_geo
eng_logo
მიხეილ ყაველაშვილი: შეურაცხმყოფელიც კია, საქართველოს მოქალაქეებს რომ კითხვა დავუსვათ, არჩევანზე რომ იყოს, კანდიდატის სტატუსს აირჩევდნენ თუ მშვიდობას, რადგან პასუხი ნათელია
- +

28 დეკემბერი. 2023. 10:27

 

 

“რადიკალების ნათქვამს, ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვყოფილიყავით, სტატუსს უფრო მალე მივიღებდითო, დავეთანხმები, ოღონდ ერთი შესწორებით - საქართველო მათ შემთხვევაში ომში იქნებოდა, ისევე, როგორც უკრაინა”, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, „ხალხის ძალა“ სწორედ ამგვარი საფრთხეების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება.

 

„გლობალური ომის პარტიას“ სურდა საქართველოს ომში ჩართვა. ეს გეგმა იყო, რომელსაც უარი უთხრა როგორც ხელისუფლებამ, ასევე - ქართულმა საზოგადოებამ. მათ დაინახეს, რომ საქართველოს მოქალაქეების ძლიერ, მტკიცე პოზიციას ამ მხრივ ვერ შეარყევდნენ. აქტიური პროპაგანდა მიდიოდა ქართული საზოგადოებისთვის იმ აზრის მისაწოდებლად, რომ რუსეთი სუსტია და მისი დამარცხება შესაძლებელია (ეს ნარატივი ბოლო სამი თვეა რაც შეიცვალა). რადიკალები აცხადებდნენ, საქართველოს მხდალი ხელისუფლება რომ არ ჰყავდეს, უკვე აფხაზეთში ვიქნებოდით, რა შანსს ვუშვებთ ხელიდანო. გახსოვთ, დეკანოიძიდან დაწყებული, ლომჯარიათი გაგრძელებული და პრეზიდენტ ზურაბიშვილით დამთავრებული, რას აღარ უწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას. ეს ადამიანები სწორედ ომის გეგმას ემსახურებოდნენ. იმიტომ ამბობენ, ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვყოფილიყავით, სტატუსს უფრო მალე მივიღებდითო. კი, დავეთანხმები ამაში, ოღონდ ერთი შესწორებით - საქართველო მათ შემთხვევაში ომში იქნებოდა, ისევე, როგორც უკრაინა.

 

შეურაცხმყოფელიც კია, საქართველოს მოქალაქეებს რომ კითხვა დავუსვათ, არჩევანზე რომ იყოს, კანდიდატის სტატუსს აირჩევდნენ თუ მშვიდობას, რადგან პასუხი ნათელია. ეს თემაა სწორედ გასაანალიზებელი და ჩვენი, „ხალხის ძალის“ წერილიც ამას ემსახურება. სხვა გამოსავალი არ გვაქვს, საზოგადოებას სიმართლე უნდა მივაწოდოთ, რათა ინფორმირებული საზოგადოების მხრიდან საშიშროებები განეიტრალდეს ხოლმე“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner