ლეიბორისტული პარტიის ყოფილმა წევრმა სოსო შატბერაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" და ნათელაშვილის ფარულ ალიანსზე ისაუბრა. შატბერაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" ერთი ნაწილი ამის მომხრეა, ნაწილი, მაგალითად, ბოკერიას ფრთა ამის წინააღმდეგია.
როგორც შატბერაშვილმა „პრაიმტაიმს" განუცხადა, ამ პოლიტიკურ ძალაში უპირატესობა ბოკერიას ფრთამ მოიპოვა და დაფინანსება შეუწყვიტეს ნათელაშვილს.
„ნაციონალური მოძრაობაც" არ არის ერთგვარი. მისი ნაწილი მხარს უჭერს ფარულ ალიანსს ნათელაშვილთან, მაგრამ ბოკერიას ფრთა ამის წინააღმდეგია. ამიტომაც არის, რომ, ერთი მხრივ, ის 100 ათას ლარს ურიცხავს ნიკა გვარამიას ტელევიზიას (შატბერაშვილმა წარმოადგინა 2016 წლის 29 აგვისტოს ხელშეკრულება, რომელიც სარეკლამო დროის შესყიდვისთვის 100 ათას ლარზე გარიგებას ადასტურებს. - მ.ნ.), როცა იმავე მომსახურებისთვის სხვა ტელევიზიებს მხოლოდ 6 და 7 ათასს უხდის და ამავდროულად იწყებს „ნაციონალური მოძრაობის" ხმამაღლა გინებას.
როგორც ჩანს, ამ პოლიტიკურ ძალაში უპირატესობა ბოკერიას ფრთამ მოიპოვა და დაფინანსება შეუწყვიტეს ნათელაშვილს. ამიტომაც, ერთი მხრივ, აქებს „რუსთავი 2"-სა და გვარამიას, მეორე მხრივ კი, იწყებს „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ განცხადებების კეთებას", - განაცხადა შატბერაშვილმა.