logo_geo
eng_logo
ინფორმაციის მიწოდებისა და თანამშრომლობის მიზნით ტურისტულ სექტორთან 9 შეხვედრა გაიმართა
- +

28 დეკემბერი. 2023. 10:44

 

 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მართავდა შეხვედრებს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან.  სასტუმროების, ტურისტული კომპანიების, ასოციაციების წარმომადგენლები და გიდები ტურიზმის მიმართულებით განხორციელებულ  პროექტებსა და დაგეგმილ აქტივობებს გაეცნენ. შეხვედრებზე  საუბარი შეეხო სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებს.

 

კერძო სექტორის ხელშეწყობის მიზნით ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის და გიდებისთვის ახალ გახსნილ ობიექტებზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  5 საინფორმაციო ტური მოაწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner