ავტორი მარიამ პაიჭაძე
„ართ ჰოლის“ მსახიობების მიერ შესრულებული სპექტაკლის, „მერე ვნახოთ, რა იქნება" პრემიერა თუმანიშვილის თეატრში შედგა. თეატრში გოგა პიპინაშვილის სახელოვნებო ცენტრის 20 წლის იუბილე აღინიშნა და მასში მონაწილეობა ამავე ცენტრის ბავშვებმა მიიღეს. პიესის ავტორი პოეტი გენრი დოლიძეა, რომელიც „რეპორტიორთან" საუბარში ამბობს, რომ ძალიან დიდი ბედნიერებაა ნებისმიერი ხელოვანისთვის, როდესაც თავის შემოქმედებას დიდ სცენაზე შესრულებულს ხედავს.
„ჩემთვის ეს იყო დრამატურგიული დებიუტი. პირველი მონაწილეობა იყო სერიოზულ სპექტაკლში ჩემი, როგორც პიესის ავტორისა. გამიხარდა, რომ პროფესიონალებთან მომიწია მუშაობა. სცენარის ადაპტაციაც ასევე პროფესიონალ დრამატურგთან ერთად თანამშრომლობის შედეგად შედგა. ბედნიერი ვარ, რომ რაც დავწერე, ის ვიხილე დიდ სცენაზე და ამავე დროს საკმაოდ პროფესიონალურ დონეზე შესრულებული და ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება ნებისმიერი ხელოვანისთვის", - ამბობს გენრი დოლიძე.