ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჭავჭავაძის გამზირის N75-ის ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე კეთილმოეწყო.
სამუშაოების შედეგად, 3 400 კვ. მ ფართობის ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა-გასართობი მოედანი, კომბინირებული სტადიონი, ფიტნეს ზონა, ძაღლების გასასეირნებელი და გასართობი შემოღობილი სივრცე, დამონტაჟდა ველოპარკინგი და სხვა საპარკო ავეჯი. ტერიტორია გამწვანდა - დაირგო სხვადასხვა ჯიშის ბუჩქები და ხეები, გამწვანებული მონაკვეთები გაფორმდა მულჩით.
დასრულებულ პროექტს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე საკრებულოს თავმჯდომარესა და ვაკის მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.