logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: დიდი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ წარუმატებელი პოლიტიკის შედეგად სეგმენტირებულია, მაგრამ გარკვეულ ნაწილებს ერთმანეთთან კავშირის ქონის სურვილი აქვთ
- +

28 დეკემბერი. 2023. 17:29

 

 

„ლელოც“ და ნიკა მელიაც „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიული დინებაა, „ლელოზე“, როგორც სერიოზულ ალტერნატიულ ძალაზე საუბარი ვერ იქნება, საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ რამენაირად ისე დალაგდნენ, 5%-იანი ბარიერი მაინც გადალახონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, იმის გამო, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ არჩეულმა გზამ ფიასკო განიცადა და ყველა რევოლუციური სცენარი ჩავარდა, წინასაარჩევნოდ სხვადასხვა ფლანგებმა გამოყოფა, სეპარირება და იმის უარყოფა დაიწყეს, რომ „ნაცმოძრაობასთან“ ოდესმე რაიმე კავშირი ჰქონდათ.

 

„ბუნებრივია, რომ ახლა ისინი ერთმანეთთან ავტონომიურ რეჟიმში დალაგებას ცდილობენ. ამავდროულად, ალბათ მათ შორისაც მიმდინარეობს პოლიტიკურ და ფინანსურ საკითხებზე ვაჭრობა, მოახერხებენ თუ არა ერთ სიაში გაერთიანებას. დიდი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ წარუმატებელი პოლიტიკის შედეგად სეგმენტირებულია, მაგრამ გარკვეულ ნაწილებს ერთმანეთთან კავშირის ქონის სურვილი აქვთ“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner