ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში, ძლიერმა ქარმა მგზავრთა გაჩერებაზე რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა და ახლომდებარე საკუთარი სახლის ეზოში მყოფ 79 წლის მამაკაცს დაეცა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.