logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი ხაზარაძის მიერ ფონდის დაფუძნებაზე: ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საარჩევნო წელს ვიწყებთ
- +

28 დეკემბერი. 2023. 18:02

 

 

“ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საარჩევნო წელს ვიწყებთ”, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.კითხვა მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას ეხებოდა, რომელმაც „ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“ დააფუძნა.

 

„ამ პერიოდში განსაკუთრებით, ასეთი პროექტები სხვა არაფერია, თუ არა სერიოზული საფუძველი იმისა, რომ ვივარაუდოთ ეს განზრახვები. აქედანაც ჩანს ერთის მხრივ, „ფანტაზიის უნარის არქონა“ და მეორეს მხრივ ის, რომ ეს ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ მოსყიდვებზე არიან ორიენტირებული“, -აღნიშნა იონათამიშვილმა.

 

მამუკა ხაზარაძემ, „ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“ დააფუძნა, რომლის დონორიც, როგორც თავად ამბობს, მისი ოჯახი იქნება. ფონდის წევრები ხელოვნების სხვადასხვა სფეროს დამოუკიდებელი პროფესიონალები იქნებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner