logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: როგორ შეიძლება პოლიტიკური ამბიცია ჰქონდეს გუნდს, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ისეთი რამ ჩაიდინა, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული
- +

28 დეკემბერი. 2023. 18:37

 

 

მიხეილ სარჯველაძემ „ხალხის ძალის“ ინიციატივა შეაფასა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას ეხება. ამ თემაზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

 

„პირდაპირ ვამბობ, რომ სასამართლო არ არის ერთადერთი ადგილი ან სივრცე, სადაც სამართლებრივი შეფასებები კეთდება ცალკეული საკითხების ირგვლივ. ეს შეიძლება იყოს ბევრი სხვა ფორმით. რასაკვირველია, ამას ფორმა შეიძლება მოეძებნოს. მთავარირა, ყველაფერს თავისი სახელი ერქვას. რაც შეეხება ფორმების მონახვას, სამართალი, პოლიტიკა არის ჭეშმარიტების დადგენის საშუალებები. შესაბამისად, ვფიქრობ, თუკი არის საზოგადობის ნაწილი, რომელსაც სჭირდება ამ საკითხებზე კონკრეტული პასუხების დარქმევა, რასაკვირველია, ეს ლეგიტიმურია.

 

მაგალითისთვის ვიტყვი, თუკი ადგილი აქვს რაიმე დანაშაულს, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს გამოძიებული და ბუნებრივია, რომ ამას კონკრეტული სამართლებრივი რეაგირებაც უნდა მოჰყვეს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

მან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც გაიხსენა, რომელშიც საუბარია ციხეებში სისტემურ წამებაზე და აღნიშნა: „როგორ შეიძლება პოლიტიკური ამბიცია ჰქონდეს გუნდს, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ისეთი რამ ჩაიდინა, რასთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული?!“.

 

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების აუცილებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner