logo_geo
eng_logo
რესპუბლიკელებმა თეთრი სახლისგან, ჰანტერ ბაიდენთან შესაძლო კომუნიკაციის ამსახველი დოკუმენტები გამოითხოვეს
- +

28 დეკემბერი. 2023. 19:45

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის საიმპიჩმენტო მოკვლევის ფარგლებში, რესპუბლიკელებმა თეთრი სახლისგან ჰანტერ ბაიდენთან შესაძლო კომუნიკაციის ამსახველი დოკუმენტები გამოითხოვეს.

 

 

წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ვაჟი კონგრესის მოთხოვნას, ჩვენების მიცემაზე, უკვე ორჯერ არ დაემორჩილა.

 

 

რესპუბლიკელები ვარაუდობენ, რომ შვილის ამ გადაწყვეტილებაში თავად ჯო ბაიდენიც იყო ჩართული. კანონმდებლები პრეზიდენტს საკონგრესო პროცედურისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.

 

 

ჯო ბაიდენის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო მოკვლევა პრეზიდენტის კორუფციულ სქემაში შესაძლო მონაწილეობას ეხება. რესპუბლიკელების განცხადებით, ბაიდენების ოჯახი, ჰანტერ ბაიდენის ხელმძღვანელობით, უცხო ქვეყნებისგან, პოლიტიკური გავლენის სანაცვლოდ, მილიონობით დოლარს იღებდა

right_banner right_banner
არქივი
right_banner