logo_geo
eng_logo
ზელენსკი: თავისუფლებისა და უსაფრთხოების დასაცავად არა მხოლოდ უკრაინასა და ევროპაში, არამედ შეერთებულ შტატებშიც, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რუსეთის მიმდინარე აგრესიაზე ძლიერი და მტკიცე პასუხის გაცემა
- +

28 დეკემბერი. 2023. 19:16

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროპისა და აშშ-ის უსაფრთხოება რუსეთისთვის გაცემულ ძალისმიერ პასუხზეა დამოკიდებული.

 

 

"მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენს, კონგრესს, ამერიკელ ხალხს გუშინ გამოცხადებული 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტისთვის. საჰაერო თავდაცვის დამატებითი რაკეტები და კომპონენტები, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, საბრძოლო მასალა და სხვა აღჭურვილობა დაფარავს უკრაინის საჭიროებებს", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 

"თავისუფლებისა და უსაფრთხოების დასაცავად არა მხოლოდ უკრაინასა და ევროპაში, არამედ შეერთებულ შტატებშიც, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რუსეთის მიმდინარე აგრესიაზე ძლიერი და მტკიცე პასუხის გაცემა", - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner