logo_geo
eng_logo
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. „პრეზიდენტი“: ამჟამად რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესაძლებლობა არ არის
- +

28 დეკემბერი. 2023. 21:59

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. „პრეზიდენტმა“, ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ ამჟამად რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესაძლებლობა არ არის, თუმცა აღნიშნა, რომ საკითხი დღის წესრიგიდან არ მოუხსნიათ.

 

 

"არ არის საჭირო ხალხის მოტყუება. ამჟამინდელ სიტუაციაში საკითხის გადაჭრის შესაძლებლობა არ არის. ჩვენ მუდმივ კავშირზე ვართ ჩვენს რუს კოლეგებთან. [ეს საკითხი] დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი", - აღნიშნა ალან გაგლოევმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner