logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 3 წელი უამრავი დაბრკოლებით და სირთულით იყო სავსე, თუმცა საბოლოო ჯამში, ყველა ეტაპზე და მიმართულებით მოვახერხეთ წარმატების მიღწევა
- +

29 დეკემბერი. 2023. 00:00

"საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 3 წელი უამრავი დაბრკოლებით და სირთულით იყო სავსე, თუმცა საბოლოო ჯამში, ყველა ეტაპზე და მიმართულებით მოვახერხეთ წარმატების მიღწევა," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

თავიდან მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება, ე.წ. პოლიტიკური პროგრესის დაძლევა. მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა ამ 3 წლის განმავლობაში. საბოლოო კულმინაცია იყო კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მყარად ვადგავართ ევროინტეგრაციის გზას. ეს იყო ხალხის გამარჯვება, რომელმაც უპრეცედენტო სიბრძნე გამოავლინა, რამაც საბოლო ჯამში, ამ წარმატების მიღწევის შესაძლებლობა მოგვცა“, - აღნიშნა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner