logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: მათი მთელი საქმიანობა იყო მიმართული იქითკენ, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი
- +

29 დეკემბერი. 2023. 00:01

"მათი [ოპოზიციის] მთელი საქმიანობა იყო მიმართული იქითკენ, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ოპოზიცია ქვეყნის გარეთ იმავეს ლაპარაკობდა, რასაც ქვეყნის შიგნით - ამბობდნენ, რომ ქვეყანა არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

 

 

„ყოველ ჯერზე, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, ჩადიოდნენ ევროპის დედაქალაქებში, უფრო მეტად რთულდებოდა ის პროცესი, რაც დაკავშირებული იყო კანდიდატის სტატუსის მიღებასთან და ამას ძალიან მარტივი ახსნა ჰქონდა. ისინი იმავეს ლაპარაკობდნენ ქვეყნის გარეთ, რასაც ქვეყნის შიგნით - ამბობდნენ, რომ ქვეყანა არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ყველა მიმართულებით აკრიტიკებდნენ ქვეყანას, ხელისუფლებას. მათი მთელი საქმიანობა იყო მიმართული იქითკენ, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. გათვლა იყო უმარტივესი - არ იღებ სტატუსს, ამან უნდა გამოიწვიოს ხალხის მღელვარება და მღელვარების ფონზე კიდევ ერთხელ უნდა სცადო რევოლუციის მოწყობა. თუმცა, ამის პერსპექტივა არც იყო. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ შემთხვევა, რომ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, მათ რევოლუციის მოწყობის მაინც არავითარი შანსი არ ჰქონდათ. საბოლოო ჯამში ყველაფერი დაგვირგვინდა ძალიან კარგად ქვეყნისთვის, მოსახლეობისთვის და ყველა მიმართულებით გვქონდა წარმატება და კანდიდატის სტატუსისი მიღება ამ პროცესების ძალიან დადებითი კულმინაცია იყო“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner