"2021 წელს ოპოზიციას არ ჰქონდა არავითარი ფაქტი არჩევნების გაყალბების შესახებ. პირიქით, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მათ გააყალბეს ათასი მაჩვენებელი - ეს იყო პარალელური ხმის დათვლის შედეგები და ა.შ., "- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„როდესაც ასეთ პირობებში ოპოზიციის საბოტაჟს უწოდებ კრიზისს, ეს რა თქმა უნდა, უსამართლობა და არასწორია. ჩვენ მოგვიწია ასეთ პირობებში აბსოლუტურად არასწორ მოლაპარაკებებში შესვლა, რაც იყო იძულება. ამ ყველაფერში ჩართულები იყვნენ კონკრეტული ადამიანები, უცხოელები, რაც ძალიან სამწუხარო იყო. დღეს ეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია. ეს არის ცუდი წარსული, რომელიც შეგვიძლია გავიხსენოთ, მაგრამ წარსულს უნდა ჩავაბაროთ. ჩვენ გვაქვს ყველანაირი პერსპექტივა იმისა, რომ სამომავლოდ სრულიად განსხვავებულად წარიმართოს პროცესები“, - აღნიშნა კობახიძემ.