logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე მამუკა ხაზარაძეზე: ბიზნესის რეკეტის კონკრეტული თემები არსებობს, რაშიც ხაზარაძე „ნაცმოძრაობასთან“ ერთად იყო ჩართული
- +

29 დეკემბერი. 2023. 00:20

"ბიზნესის რეკეტის კონკრეტული თემები არსებობს, სადაც ხაზარაძე „ნაცმოძრაობასთან“ ერთად იყო ჩართული ბიზნესის რეკეტში - „ელიტ ელექტრონიქსის“ ცნობილი საქმე, „საწვავის“ ცნობილი საქმე, „კონსტანტას“ ცნობილი საქმე და ა.შ. აუცილებელი ხომ არ არის მინისტრი ყოფილიყო, ან პარლამენტის წევრი, პირდაპირ ბიზნესის რეკეტში იყო ჩართული „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, კონკრეტული ბიზნესები მიიღო სახელმწიფოს ჩარევით, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების ჩარევით. ასეთი რამდენიმე მსხვილი ბიზნესი არსებობს," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა.

 

 

კობახიძის თქმით, ოპოზიცია ზედმეტად არის დამძიმებული საკუთარი წარსული ცოდვებით.

 

 

„მე მგონი {ოპოზიციას} სწავლის რესურსი არ აქვთ. ამას სჭირდება ინტელექტი, გამოცდილება. ფაქტია რომ ვერ სწავლობენ, რომ შეხედავთ მათ პიარს და მათ პოლიტიკურ ნაბიჯებს. იგივე ეხება ხაზარაძეს, აშკარად ვერ სწავლობს ეს კაცი და არც აქვს სწავლის რესურსი. ერთი რომ, ინტელექტის თემაა და მეორე, ზედმეტად არიან დამძიმებული საკუთარი წარსული ცოდვებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner